"კარუსელში" მონაწილე ამომრჩეველი, მარკირების შემმოწმებელი პირი და რეგისტრატორი მჭიდრო კოორდინაციაში არიან" - ივანე ბურდული
პოლიტიკა - 14:55, 06 Nov, 2020     1018

"ცესკოს" ყოფილი თანამშრომელი, ივანე ბურდული,გადაცემა „დღის სტუმარში“ საუბრობს 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების, იძულების და "კარუსელის" ფაქტზე.

ივანე ბურდულის თქმით, არჩევნებზე არმომრჩევლელთა ვინაობა საარჩევნო კომისიისთვის წინასწარაა ცნობილი. ამომრჩეველ პირებს კი, "კარუსელში" მონაწილე პირები ანაცვლებენ და პოზიციას მათ ნაცვლად აფიქსირებენ.

"სხვა ადამიანი შედის და არარსებული ადამიანის, ანუ ვინც არ მოდის, მის ნაცვლად აძლევს ხმას", - აცხადებს ბურდული.

ივანე ბურდული "კარუსელის" მექნიზმეც საუბრობს. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე "კარუსელში" მონაწილე ამომრჩეველი, მარკირების შემმოწმებელი პირი და რეგისტრატორი მჭიდრო კოორდინაციაში არიან. მანიპულაციის დროს, კართან მდგომი მარეგულირებელი მარკირებას არ ამოწმებს და "კარუსელში" მონაწილე "ამომრჩეველს" პირდაპირ მისთვის წინასწარ ნაცნობ რეგისტრატორთან უშვებს.

"თქვენ მობრძანდებით თქვენი პირადობით, თუმცა, კონკრეტული რეგისტრატორი, რომელთანაც დევს წინასწარ დამუშავებული სიები იმ ამომრჩევლების, რომლებიც არ მოდიან, ნებისმიერ გრაფაში გაწერინებენ ხელს. თქვენ ხართ სხვა გვარის, თქვენი გრაფა არის სხვა გვარის, მაგრამ ეს რეგისტრატორმა და მარეგულირებელმა წინასწარ იციან", - ამბობს ივანე ბურდული.

ცნობისთვის, ივანე ბურდული "ცესკოში" საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 5 ნოემბერს დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42