ამომრჩეველთა ბინაზე უცხო პირების მიწერაში იუსტიციის სამინისტროს მთელი სისტემაა ჩართული - ივანე ბურდული
პოლიტიკა - 14:47, 06 Nov, 2020     1264

"ცესკოს" ყოფილი თანამშრომელი, ივანე ბურდული, ამომრჩეველთა ბინაზე არარსებული, უცხო პირების მიწერას იუსტიციის სამინისტროს უკავშირებს. ივანე ბურდული გადაცემა „დღის სტუმარში“ აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა სიებს სწორედ იუსტიციის სამინისტრო ამუშავებს და "ცესკოს" გადასცემს, ეს სიები კი, საარჩევნო მანიპულაციის საგანი ხდება.

"ძალიან ბევრი ადამიანის გულისტკივილი იყო ამ არჩევნებზე, რომ იგი თავის მისამართზე აღმოაჩენდა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო ჩაწერილი, ნაცვლად მხოლოდ ოჯახის წევრებისა, შესაბამისად, ეს ბოლო პერიოდი იყო და ვეღარ ახდენდა ამომრჩველი ამაზე რეაგირებას. ეს ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ ეს ხალხი არის "მიწერილი", - ამბობს ივანე ბურდული.

ივანე ბურდული იუსტიციის სამინისტროში კონკრეტული პირების სახელს და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს და ფიქრობს, რომ პროცესში მთელი სისტემაა ჩართული.

როგორც ივანე ბურდული ამბობს, იუსტიციის სამინისტროდან "ცესკოში" გაგზავნილი სიები შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებს მიეწოდება. არსებობს ორი სახის - კედლის და სამაგიდო - სიები. კედლის სიები საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრეა გაკრული, ხოლო სამაგიდო სიები, ახალი საარჩევნო ცვლილების მიხედვით, კომისიას 12 საათით ადრე გადაეცემა, რაც მისი შემოწმების შესაძლებლობას აღარ იძლევა.

სამაგიდო სიებსა და კედლის სიებს შორის არსებული შეუსაბამობა კი, ბურდულის თქმით, მანიპულაციის საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, ივანე ბურდული "ცესკოში" საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 6 ნოემბერს დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42