ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შესაძლო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, არჩევნებამდე ხელისუფლება მანიპულირებდა რიცხვებით, რომ თითქოს დააგდეს ინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო ახლა ისინი ცდილობენ შეზღუდვების გამართლებას, რომლის მთავარი ამოცანა არის არა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლი, არამედ ის, რომ ხალხი არ გავიდეს გარეთ, რათა არ გამოხატონ თავინათი პროტესტი.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ 8 ნომებერს ქართველი ხალხი გავა პარლამენტთან, რათა დაიცვან თავიანთი ხმები და როგორც კაპანაძემ განაცხადა, ყველა პრევენციული ზომა იქნება მიღებული ამ აქციისთვის.
„ჩვენ არჩევნებამდეც ვამბობდით და გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, რომ გახარია და ქართული ოცნება აპირებდა, რომ კორონა პანდემია გამოეყენებინა იმ კუთხით, რომ შემდეგ შეეჩერებინა ხალხის გარეთ გამოსვლა და მოეხდინა ჩაკეტვა.
არჩევნებამდე ისინი ისევ და ისევ რიცხვებით მანიპულირებდნენ, თითქოს დააგდეს დაავადებულთა რაოდენობა, ეხლა აწიეს არჩევნების შემდეგ და როგორც ჩანს ამით აპირებენ, რომ გაამართლონ შეზღუდვები, რომლის მთავარი ამოცანა არის არა ჯანდაცვის და ეპიდემიის მდგომარეობის კონტროლი, არამედ ის, რომ ხალხი არ გამოვიდეს გარეთ.
ჩვენ ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ 8 ნომებერს გამოხატონ თავიანთი ბრაზი პარლამენტათან მოსვლით. ჩვენ ყველა ადამიანს, რომელიც იქ მოვა დავურიგებთ პირბადეს და ხელის სანიტაიზერებს, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ზომა იყოს დაცული იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამწვავდეს და ასევე ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კორონას ზურგს უკან ამოფარება არ გამოუვათ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ საკითხს, ეს არის არჩევნებში გაყალბების შედეგად ისეთი გუნდისთვის მანდატის მიცემა, რომელსაც ეს მანდატი არ მოუპოვებია.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






