"დადგენილი წესით, ცესკოში ოპერატორებს უბნის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შეჰყავთ დათვლის პროგრამაში, სადაც სისტემა ავტომატურად აკონტროლებს ბალანსს და იძლევა შეტყობინებას შეცდომის შესახებ. ანუ გამორიცხულია დაუბალანსებელი ოქმი აიტვირთოს საიტზე თუკი ცესკოში გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ეს შეგნებულად არ გააკეთა!
დაუშვებელია უბნის შემაჯამებელი ოქმის შედეგების შეჯამება, თუკი ოქმის მონაცემები არ ბალანსდება, ამ ბალანსის დარღვევის მიზეზების გარკვევამდე და აღმოფხრამდე.
ვინ და რატომ მოახდინა დათვლის სისტემი ჯამის კონტოლის ფუნქციის იგნორირება და დაუბალანსებელი უბნის შემაჯამებელი ოქმების შედეგების შეჯამება უპირობოდ?
მოვითხოვთ - იმისათვის, რომ ქართველმა ამომრჩეველმა, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა და დამკვირვებლების გადაიდგას პირველი ნაბიჯები არჩევნების შედეგებისადმი ნდობის აღსადგენად:
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, და კერძოდ მისმა თავმჯდომარემ, უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული
ნდობის ჯგუფის დაშვება, ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემაში (აიტი) ოქმების ატვირთვისა და შეჯამების მოდულის აიტი აუდიტის მიზნით."
მასალის გამოყენების პირობები






