საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Deloitte-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე, საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით
საზოგადოება - 12:11, 06 Nov, 2020     1240

კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.

მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს, რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნეობოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.

ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია - აუდიტორული კომპანიის Deloitte-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.

Deloitte-ის პასუხი კომისიას

  • ჩვენ სიღრმისეულად შევისწავლეთ საქართველოს მობილური ბაზარი - ჩვენი ანალიზი და შეფასება გამყარებულია მონაცემებითა და ფაქტებით.
  • არსებობს ცალსახა მტკიცებულება, რომ მობილური მომსახურების ფასები საქართველოში ხელმისაწვდომია და ზოგადად საცალო სეგმენტის ბაზარი კარგად მუშაობს - მიგვაჩნია, რომ ბაზარზე საკმარისად დაბალი ფასების და მომხმარებლებისთვის არჩევანის მიცემის შესაძლებლობის შედეგია დაბალი პორტაბელურობა.
  • ჩვენ ვხედავთ მომსახურების დიფერენცირებას (განსხვავებული ხარისხი, დაფარვა, ფასი) საქართველოს ბაზარზე, როგორც ბაზრის სტრუქტურულ კომპონენტს. ამიტომ, ფასების ანალიზის ნებისმიერი მეთოდოლოგია, რომელიც არ ითვალისწინებს მომსახურების ხარისხს და დაფარვის დონეს ან გამორიცხავს VEON-ის სერვისებს, ჩვენი აზრით, არ ასახავს საქართველოს ბაზრის რეალობას.
  • საქართველოს ბაზარი არ შემოიფარგლება მხოლოდ მობილური ხმოვანი მომსახურებით. ანალიზი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ამ ქვე-სეგმენტზე, ჩვენი აზრით, არ შეიძლება, გავრცელდეს და განზოგადდეს საქართველოს მთლიან მობილურ ბაზარზე.
  • გარდა ამისა, COVID-მა უარყოფითი გავლენა მოახდინა მობილური სერვისის პროვაიდერებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამდენადაც მომხმარებლებს შეეზღუდათ გადაადგილების შესაძლებლობა და შემცირდა გადახდისუნარიანობა. აღნიშნული ფაქტორი ანალოგიურ გავლენას იქონიებს MVNO–ებზეც და ინვესტორებმა, რომლებიც ახალი ვირტუალური ოპერატორების დაფინანსებას გეგმავენ უნდა გაითვალისწინონ COVID-ით გამოწვეული დამატებითი რისკები.
  • დაბოლოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაძლოა არასწორად წაიკითხა ან არასწორად აღიქვა ჩვენი ზოგიერთი განცხადება ან მოსაზრება. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ განვმარტავთ მათ აღნიშნულ დოკუმენტში.

Deloitte-ის სრული პასუხი იხილეთ აქ

Web - https://www.magticom.ge/ka/deloitte

Facebook - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3774097835934259/?type=3&theater





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42