მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ - კაპანაძე კობახიძის სუს-ში დაბარებაზე
პოლიტიკა - 12:08, 06 Nov, 2020     609

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ირაკლი კობახიძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ივანიშვილი ძალიან შეშფოთებულია ხალხის პროტესტით და ამის გამო მოიგონა ერთიმხრივ ხალხისთვის შემაშინებელი ინსტრუმენტი, რომ პანდემიაა და გარეთ გასვლა აქციაზე საშიშია, ხოლო მეორემხრივ ოპოზიციას ემუქრება დაფინანსების შეწყვეტით.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტია, თითქოს ოპოზიცია აპირებდა გადატრიალებას და ამის გამო კაბიხიძე სუს-ში მივიდა და რაღაც ინფორმაცია მიაწოდა მათ.

კაპანაძის თმით, ამ შემაშინებელი ინსტრუმენტებით ოპოზიცია არ იტყვის უარს თავის სტრატეგიაზე და ბოლომდე დაიცავს თითოეული ამომრჩევლის ხმა, რომელიც კარგად გამოჩნდება 8 ნოემბერს და შემდგომ დღეებში.

„ივანშვილი ეხლა არის ძალიან შეშფოთებული, რადგან იცის, რომ იმის გამო, რომ ხალხს მოპარა არჩევანი, ხალხი აპირებს გარეთ გამოსვლას და აპირებს გაპროტესტებას და ეს იქნება ხანგრძლივი და ხალხმრავალი პროტესტი და ეხლა ცდილობს სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ერთი მხრივ ოპოზიცია შეაშინოს, სრულიად წარუმატებელი იქნება ეს მცდელობა, მაგრამ ამას აპირებს და მეორემხირვ, რომ ხალხი შეაშინოს.

ხალხს აშინებს იმით, რომ პანდემია არის და გარეთ არ გამოხვიდეთ, რაღაც შეზღუდვების შემოღებას აპირებს ამის გამო, ხოლო ოპოზიციას ერთიხმრივ ევაჭრება, თითქოს დაფინანსებას შეგიწყვიტავ და არ ესმის, რომ დაფინანსება არ არის ის საკითხი, რომლის გამოც ოპოზიცია უარს იტყვის არჩეულ სტრატეგიაზე და ეხლა მოიგონეს ის, რაც დიდიხანია მათი მხრიდან მოდის და გვესმის, თითქოს ოპოზიცია აპირებს რაღაც გადატრიალებას და ყველაზე საინტერესო და სასაცილო ამ ამბავში ის არის, რომ მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ და კობახიძე არის ის, ვინც სუს-ში მივიდა, თითქოს რაღაც ინფორმაცია მიაწოდა.

უნდა გაიგოს ამ ადამიანმა, რომ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასეთი იაფი მუქარებით და დაშინებით არაფერი მას არ გამოუვა. როგორც ჩანს აქამდე ვერ გაიგო, გაიგებს 8 ნოემბერს და მომდევნო დღეებში.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42