ქართული ოცნების წევრი, დავით მათიკაშვილი საოლქო კომისიებთან გამართულ აქციებს ეხმაურება.
მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ საოლქო კომისიებში სხდომებზე შესვლა არის მკაცრად რეგლამენტირებული და პარტიების წარმომადგენლებს მხოლოდ კანონში გაწერილი რაოდენობით შეუძლიათ დაესწრებიან სხდომებს.
"ნათელია, პატარ-პატარა ჯგუფები ადამიანებსა სხვადასხვა საოლქო კომისიის შენობასთან ფაქტიურად ცდილობენ, არაფრიდან შექმნან პრობლემა იმის, რომ მათ არ უშვებენ შენობაში. აქ ხომ არ არის საუბარი პროცესზე, აქ საუბარია, რომ მათ არ უშვებენ შენობაში. ყველას წარმომადგენელი არის შენობაში, მათ ყველაფერი იციან, რა ხდება იქ, რა პროცედურები მიმდინარეობს და გააჩნიათ კანონიერი, ლეგიტიმური გზა, შემდგომ თუ არ მოეწონებათ ეს პროცედურა, რა გზას მიმართონ. ყველამ ძალიან კარგად იცის პროცედურა გამჭვირვალე საკანონმდებლო სივრცეში ტარდება." - თქვა დავით მათიკაშვილმა ტვ პირველის გადაცემაში რეაქცია.
მისივე თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ წააგო არჩევნები პირველ ტურში, მაგრამ არ ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებსა და შეფასებებს საარჩევნო პროცესის შესახებ და შეგნებულად ცდილობს, შეუქმნას "სხვა წარმოდგენა" საზოგადოებას.
მათიკაშვილის განმარტებით, საარჩევნო პროცესში არსებობდა ტექნიკური პრობლემა, ცესკო-ს დიდი რაოდენობით კოვიდინფიცირებული თანამშრომლის ჩანაცვლება მოუწია და ამან დაწია პროფესიონალიზმის დონე.იგი ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მათიკაშვილის ინფორმაციით, გამასწორებელი ოქმები უკვე შედგენილია და რეალური ბალანსია წარმოდგენილი. დავით მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევები ვერ იქონიებდა არჩევნების შედეგებზე გავლენას.
მასალის გამოყენების პირობები






