სუს-ის მორიგ გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალებაზე და ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, რომელმაც ამ "გადატრიალების გეგმის" ავტორებად მესამე პრეზიდენტი და გენერალი დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი დაასახელა, გენერალი დევი ჭანკოტაძე ეხმაურება.
სამვარსკვლავიანი გენერალი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე სუს-ში თავის ფეხით მივიდა და ის იქ არავის დაუბარებია.
მისი თქმით, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე "პროვოკაციის აგორებას" აპირებს:
"მინდა ვურჩიო კობახიძეს, სჯობია ჩვენება მისცეს რომ მთელ საქართველოში დაახლოებით 80 ათასი ხმა არის ბათილად ცნობილი, ამაზე გააკეთოს ახსნა-განმარტება...მე არჩევნების წინ გამოვედი და ვთქვი, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც გავლილი აქვთ რეგისტრაცია ცესკოში, იყვნენ განაწილებული სხვადსხვა უბნებზე, იყვნენ არჩევნებზე და არც ერთი ფაქტი კობახიძეს არ აქვს, რომ ვითომ რაღაც ძალადობაში იყვნენ ჩართულები" - ამბობს დევი ჭანკოტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






