ვაკის მეორე საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე შსს-მ ოთხი პირი დააკავა. მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზვიად კუპრავა.
ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ოპოზიცია, აქტივისტები და მოქალაქეები ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებდნენ და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვას მოითხოვდნენ. კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მხოლოდ ფორმალური პროცესია და ისეთივე შედეგით დასრულდება, როგორც სხვა საოლქო კომისიებში დასრულდა.
შენობასთან ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიდან ადგილზე იმყოფება გიორგი ბარამიძე, აქციის მონაწილეთა ნწილმა კი პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც ზვიად კუპრავასა და სამი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






