ხელშეუხებლობის გარანტია გამყალბებელთა ქვედა რგოლს, ხალხთან დადგომის სანაცვლოდ - მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა
პოლიტიკა - 20:44, 05 Nov, 2020     1521

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. იგი აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხალხი არ დაიხევს უკან და მუდმივად იბრძოლებს, მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს, რომ მათ გააყალბეს და მოიპარეს არჩევნები.

"ამ პერიოდში კოვიდის ეპიდემია, პრაქტიკულად გახდა უკონტროლო, იმის გამო, რომ მთელი რიგი ქმედებები ხელოვნურად არ იქნა განხორციელებული ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ, რა თქმა უნდა, გამოყენებულია ახლა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რათა ქვეყანა ჩაკეტოს, რათა ხალხში შექმნას პანიკა, რათა ხალხმა არ დაიცვას თავისი არჩევნების შედეგები, მე მინდა ვუთხრა ყველას, რა თქმა უნდა, კოვიდი არის საშიში და მაქსიმალურად გვჭირდება პირადი ჰიგიენის დაცვა, ნიღბების გამოყენება, ხელების დაბანა, მაგრამ ამავე დროს, ამან არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში, საქართველოს გადარჩენაში და თითოეული ჩვენგანის ოჯახის შვილების გადარჩენის საქმეში. კოვიდზე ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, როგორც კი ივანიშვილი გაიწევა გვერდზე, შევქმნით დროებით კოვიდ ადმინისტრაციას და ძალიან სწრაფად დავასტაბილურებთ სიტუაციას", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გამოთქვა, გამყალბებელთა ქვედა რგოლს, ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა ნაწილს მიმართა და ინიაციატივით გამოვიდა, რომ თუ ისინი ხალხის მხარეს ახლა დადგებიან, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღონ.

"მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, დარწმუნებული ვარ ამას ყველა დაეთანხმება, ყველა ვინც ახლა გამოვა და მოყვება იმას, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები,

არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მიერ, ამაში ვარ დარწმუნებული და მინდა ამ საათებში, ამ წუთებში, უახლოეს ერთ-ორ დღეში, ყველანი დაფიქრდეთ, რაზე მოგაწერინეს ხელი, ნებსით თუ უნებლიეთ, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა და რამდენად მნიშნველოვანია ქართველი ხალხისთვის ახლა სიმართლის თქმა, ბოლოს და ბოლოს თქვენ ყველანი ქართველები ხართ და ნამდვილად არ გვსურს არავიზე რევანში და არავის მიმართ, მე ნამდვილად არ მსურს რომ რაიმე რეპრესიები განხორციელდეს, თუნდაც ეს იყოს კანონით დამსახურებული. მაგრამ ახლა, სანამ გვიან არ არის, დადექით ხალხის მხარეს, ეს არის ისტორიისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი უბრალოდ ადამიანობისთვის ძალიან მნიშნველოვანი რამ და რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია საქართველოსთვის", - თქვა ვიდეომიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42