გარდაც მათემატკის სახელმძღვანელოსა, აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან სხვადასხვა საჩუქრები მიიტანეს.
ჟვანიას ჩრდილო კორეის ვიზა, საანგარიშო "ჩოთქი" და ხელოვნური შუბლის ძარღვი აჩუქეს.
ცესკო-სთან მიიტანეს გადადგომის განცხადებისთვის ცარიელი ფურცლიც.
"ეს არის პირველი და, დიდი ალბათობით, უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც 100%-ით ვეთანხმებით ბატონ კობახიძეს. ქალბატონი გამყალბებელი ჟვანია უდავოდ იმსახურებს არაერთ ჯილდოს.
რადგან ამ პროცესში ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, აქტიურად ვიწყებთ ჩართვას, თამამად შემიძლია გავუგზავნო ჩვენი გზავნილი - ქალბატონი თამარ, ძალიან დიდი შეცდომა იყო არა რომელიმე პარტიის ხმების მოპარვა, არა რომელიმე პარტიის დახმარება, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მოპარვა. არცერთ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება ამ სისხლის სამართლის დანაშაულს არ გაატარებს, არც ახლა და არცერთი შემდეგი მთავრობის დროს. დასაკარგი დრო ჩვენ აღარ გვაქვს." - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






