ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცახდებს, რომ შეუძლებელია მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მსჯელობა, როდესაც ქუჩებში საპროტექსტო აქციები მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ცქიტიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა გეგმა აქვს მთავრობას ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით.
ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ლარზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური პროცესი და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა:
„ ჩვენი გეგმა მიმართულა იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესის სტაბილიზაცია ქვეყანაში. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომ გადავიდნენ დავის გადაწყვეტილების ფარგლებში, კაბინეტებში, და თუ საჭიროა, სასამართლოში“, – ამბობს ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდოგმარეობის სტაბილიზაციის კუთხით, მთავრობამ უკვე არაერთხელ ისაუბრა სახელმწიფოს შესაძლო ქმედებებსა და მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე. რაც შეეხება, ეკონომიკურ ასპექტს:
„ეკონომიკური პროცესების ნაწილში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიჰყვება ამ საერთო სტაბილობას. ჩვენ შეუძლებელია ვისაუბროთ ინვესტიციების ზრდაზე და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, როდესაც გვაქვს აქციები ქუჩაში“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.
მასალის გამოყენების პირობები






