"ქართული ოცნებას" არჩევნების გაყალბების უფლებას არ მივცემთ - "ლელო"
პოლიტიკა - 16:54, 05 Nov, 2020     649

"ლელოს" ლიდერებმა კიდევ ერთი ბრიფინგი გამართეს და "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებზე ისაუბრეს.
როგორც "ლელოში" აცხადებენ, "ქართული ოცნება" ცესკოს არჩევნების გაყალბებას ავალებს.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ოპოზიციას გადააბრალოს მდგომარეობის ესკალაცია.
"ვაკის ოლქი ყველაზე აქტიური იყო თბილისში, სადაც 60%-ზე მეტი მოქალაქე მოვიდა თავისი ნების გამოსახატად. გამოცდილების მიხედვით, ამ რაოდენობის ამომრჩევლის დაფიქსირება მიუთითებს ქვეყნაში ცვლილებების სურვილს. ამის საპირისპიროდ მივიღეთ ცესკოს მიერ გაყალბებული არჩევნები. მაშინ, როდესაც ვაკის ოლქში 5 ათასზე მეტი გაბათილებული ბიულეტენია, რაც მოსული ამომრჩევლის 10%-ს შეადგენს. ჩვენ მიერ დაწერილი საჩივრებიდან არცერთი არ არის განხილული. განსახილველად კი გადაგვამისამართეს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოში. "ქართული ოცნება" ცესკოს არჩევნების გაყალბებისკენ მიუთითებს, რათა დაიკარგოს ის რეალური ნება, რისი დაფიქსირებაც სურდათ ჩვენს მოქალაქეებს,"-განაცხადა კობერიძემ.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრა "ლელოს" ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემაც.
"ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის ყველა შანსი დაკეტა. ამას ხაშურის მაგალითიც ადასტურებს. ხაშურის მერიის განმარტება საარჩევნო პლაკატებზე მმართველი გუნდის პლაკატების გადაკვრასთან დაკავშირებით იყო ის, რომ მხოლოდ სატელეფონო ზარით განიხილეს ჩადენილი ფაქტი. რაც შეეხება გაყალბებულ ბიულეტენებს, ერთადერთი შანსი სასამართლო დაგვრჩა, სწორედ ის სასამართლო, რომელიც მიკერძოებულია. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელიც უნდა დავასრულოთ,"- განაცხადა კოჟორიძემ.

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად საკუთარ ოლქში დარღვევებზე ისაუბრა "ლელოს" გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ.

"როგორც ყველა რეგიონში, ისე გურიაში დაფიქსირდა გაყალბება. ოლქების დიდ ნაწილში არის დისბალანსი, არ ჯდება ის რაოდენობა, რაც რეალურად იყო მოსული არჩევნებზე. ვიტყოდი, რომ პოლიტიკური შეფასების ნაწილში არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია,"- განაცხადა სიორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42