" არ გაბედოთ მანიფესტის დარბევა" - ლია მუხაშავრია ხელისუფლებას
პოლიტიკა - 16:46, 05 Nov, 2020     1111

პოლიტიკური მოძრაობა „ დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ ერთ-ერთი წევრი, ლია მუხაშავრია, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციები არ დაარღვიონ და ნუ გაამწვავებენ მდგომარეობას.

მუხაშავრიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის დანიშნულ მოსამართლეებს არ ენდობიან.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ გაამწვავებს მდგომარეობას.

დღეს, როდესაც ადამიანებს დაურღვიეს უფლებები და თან არ მისცეს სამართლებრივი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა, უფლებადაღვეულ მოქალაქეებს, პარტიებს, კანდიდატებს, რჩებათ ერთადერთი გზა - მშვიდობიანი მანიფესტაციები, რადგან არავინ არ აპირებს გაყალბებულ შედეგებთან, მოპარულ არჩევნებთან შეგუებას!

მოკლედ, ამ ქვეყანაში დარღვეული საარჩევნო უფლებების სამართლებრივი გზთ აღდგენის საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს. მითუმეტეს, რომ ჩვენ, უფლებადამცველები, დიდი ხანია ვაპროტესტებთ იმ მოსამართლეთა დანიშვნებს, რომლებიც შემჩნეული არაიან უკანონობასა და სუბიექტურ უსამართლო გდაწყვეტილებებში.

ანუ, ივანიშვილის დანიშნულ მოსამართლეებს არ ვენდობით!

ორჯერ მქონდა შეხვედრა ამ პერიოდში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან და ხაზგასმით დავუსაბუთე თუ რატომ არ იქნება სამართლებრივი საშუალებები შედეგიანი.

და ახლაც სწორედ ხელისუფლების, საერთაშორისო საზოგადოების გასაგონად ვამბობ,

ეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ჩაატაროს ისე, როგორც მოითხოვს ჩვენი კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის ნორმები, ყველანაირი ძალადობის, იარაღის და დაპირისპირების გარეშე!

ძალადობით ამ პროტესტის ჩახშობა იქნება დაუშვებელი!“- განაცხადა ლია მუხაშავრიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42