“შემაშფოთებელია“ - ომბუდსმენი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბნის დარღვევებზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:45, 05 Nov, 2020     870

საქართველოს სახალხო დამცველი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბანის შედეგების გაუქმებას ეხმაურება და ავრცელებს განცხადებას, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

"2020 წლის 31 ოქტომბერს დაბა ქსანში მდებარე N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ad hoc ვიზიტის დროს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა შეგვემოწმებინა როგორც ზოგადი მდგომარეობა, ასევე, პატიმრებისთვის საარჩევნო ხმის უფლების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ განხორციელებულა.

მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნების ოქმების შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდა, არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ გასაჩივრდა ქსნის N15 დაწესებულებაში შექმნილი უბნის მაჟორიტარული ოქმი, ვინაიდან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 641-მა პატიმარმა, რომელთაგან ყველა სავარაუდოდ არ წარმოადგენდა მცხეთის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს.

საბედნიეროდ, საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციათა საჩივარი და მაჟორიტარული ოლქის არჩევნების შედეგები გაუქმდა ამ საარჩევნო უბანზე. ამ ხმების გაუქმებამ ზეგავლენა იქონია ოლქის არჩევნების შედეგებზე, ვინაიდან, მცხეთის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა.

საარჩევნო დარღვევის მასშტაბიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატისთვის ნათელი გახდა ის ფაქტი, თუ რატომ განხორციელდა ცალკეული პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც არ იქნა აღკვეთილი დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაც, როდესაც მათ სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს N15 დაწესებულებაში პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს „უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, სადაც საუბარი იყო N15 დაწესებულებაში მომძლავრებული კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე და მათ გავლენებზე ციხის ადმინისტრირების პროცესში, რაც პატიმართა უფლებების თავისუფალ რეალიზებაზე უარყოფითად აისახება."- აცხადებს ომბუდსმენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42