ტაქსებში ყველაზე ხშირად დარჩენილი ნივთები
საზოგადოება - 13:38, 05 Nov, 2020     1463

ტაქსის გამოძახების სერვის „მაქსიმის" ანალიტიკოსები გთავაზობენ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ ყველაზე ხშირად რა ნივთები რჩებათ მგზავრებს ავტომობილებში.

ამ წლის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით ავტომობილში ნივთის დარჩენის შესახებ სულ 2422 შეტყობინება შემოვიდა. აქედან უმეტესობა ბათუმზე მოდის, პროცენტულად ზღვისპირა ქალაქში ასეთი შემთხვევების 37.4% ფიქსირდება. ბათუმს საქართველოს დედაქალაქი თბილისი მოყვება 30.1 პროცენტით. ამ მონაცემებით მესამე ადგილზე ქუთაისია - 17.5 %. შემდეგ ჩამონათვალში შედარებით მცირერიცხოვანი ქალაქები არიან, სადაც „მაქსიმის" სერვისი ფუნქციონირებს: რუსთავი 4.4%, ფოთი 2.8%, გორი 2.7%, ზუგდიდი 2.5 %, ქობულეთი 1.1 %, ზესტაფონი 1.0 %.

ყველაზე ხშირად მგზავრებს ავტომობილში მობილური ტელეფონები რჩებათ, შეტყობინებების საერთო რაოდენობიდან 27% სწორედ მობილურის დაკარგვაზე შემოდის. ასევე ხშირად კარგავენ საფულეს - 8% და გასაღებს -7.5%. სხვა დაკარგული ნივთების პროცენტული გადანაწილება ასეთია: საბანკო ბარათები და სხვადასხვა ტიპის საბუთები - 5%, სათვალე 4%, ჩანთები ან ზურგჩანთები 4%.

საგულისხმოა, რომ მგზავრებს ავტომობილში არამარტო მცირე ზომის, არამედ ისეთი ნივთებიც რჩებათ როგორიცაა მაგალითად საბავშვო სკუტერი, გიტარა, ქოლგა ან ფეხსაცმელი.

სერვის „მაქსიმის" წესების მიხედვით ავტომობილში დარჩენილი ნივთი მფლობელს უნდა დაუბრუნდეს. თუ თქვენ ტაქსში რაიმე ნივთი დაგრჩათ, 24 საათის განმავლობაში დაურეკეთ ან მიწერეთ მძღოლს ჩატში აპლიკაციაში «მაქსიმი». თუ ტაქსი გამოძახებული იყო ტელეფონით, შეგიძლიათ დაურეკოთ ოპერატორს და სთხოვოთ მძღოლთან დაკავშირება. ოპერატიული უკუკავშირის საშუალებით მგზავრობის მონაწილეებს უფრო ჩქარა უბრუნდებათ მათი ნივთები. იმ შემთხვევაში, თუ დანაკარგს აღმოაჩენთ მგზავრობიდან 24 საათის შემდეგ, უნდა მიმართოთ სერვისი «მაქსიმის» ოფისს. კომპანიის ოფისის მისამართი, ტელეფონი და მუშაობის რეჟიმი მითითებულია საიტზე taximaxim.ge.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42