"3 800 უბნიდან 200 000-მდე ხმა გაყალბებულია, ხმების10 პროცენტის ქურდობა საქართველოში არცერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა," - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 13:37, 05 Nov, 2020     706

„სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საარჩევნო კომისიას ასობით შეტანილ ოქმსა და საჩივარზე კანონიერი რეაგირება არ მოუხდენია. უფრო მეტიც, არ დააკმაყოფილა - 3 800 უბნიდან 200 000-მდე ხმა გაყალბებულია. როგორც ჩიხლაძე აცხადებს, კომისიები გადაიქცა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" „ხმების ქურდებისა" და ჯიბის კომისებად. მისივე შეფასებით, 10 პროცენტი ხმების ქურდობა საქართველოში არცერთ ხელისუფლებას არ უკადრებია.

„გუშიდელმა დღემ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური გაყალბება გრძელდება. გუშინ, საარჩევნო კომისიამ ასობით შეტანილი არცერთი ოქმიდა არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. კომისიები გადაიქცა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" "ხმების ქურდებისა" და მათი „ჯიბის კომისიებად", მათი ბრძანებების შემსრულებლებად და ამას კიდევ დაემატა ადგილობრივი პოლიციელები, რომლებიც ჩვენს აქტივისტებს, მხარდამჭერებსა და იქ მისულ ადამიანებს აპატიმრებდნენ. გუშინ, ისანში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი წიხლებით შედგა ჩვენი ერთ-ერთი ოპოზიციის აქტივისტზე და მძიმედ არის დაშავებული ახალგაზრდა ადამიანი. კარულესებითა და ზედმეტად ჩაყრილი ხმები, საერთო ხმების დისბალანსს ჰქმნის, 3 800 უბნიდან 200 000- ზე მეტზე ბალანსი ვერდგება. 200 000-მდე ხმა გაყალბებულია. ხმების 10 პროცენტი ქურდობა, ეს გაუგონარი ფაქტია, რაც საქათველოში არასდროს მომხდარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველანირი კანონიერი დალეგალური მეთოდით. მართალია, იმედი ნაკლებად გვაქვს ჟვანიასა და „ქართული ოცნების" კომისიების, სასამართლოსი და უკვე აღარც პოლიციელების, და ვიცით, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, მაგრამ ჩვენ ამ გზას მაინც გავივლით და კანონის ფარგლებში გავაგრძელებთ ყველა იმ საპროტესტო აქციას, ყველა იმ მსვლელობას, ყველა იმ ქუჩის აქციას, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს „ქართულ ოცნებასა" და მათ მონგრეულ ხელისუფლებაზე. ტოტალურად არის გაყალბებული მონაცემები განსაკუთრებით, ეს არის ოპოზიციური, მათ შორის, „სტრატეგია აღმშენებლის" , ასევე სხვა პატიების ხარჯზე. შეტანილ საჩვრებზე არანაირი რეაგირება დღემდე არ არის და უფრო მეტიც, საარჩევნო კომისიის წევრები ძალადობენ ჩვენს წარმომადგენლებზე," -განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42