"ქართული ოცნება" ყველა ხერხით აყალბებს არჩევნებს, რასაც "ლელო" არ დაუშვებს და ყველა სამართლებრივი ფორმით დაიცავს ხალხის ხმებს - "ლელო"
პოლიტიკა - 13:35, 05 Nov, 2020     640

ლელოს" ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობასა და გაყალბებაზე ისაუბრეს.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, მთელი ოპოზიცია ერთი ჩრდილოვანი მმართველის წინააღმდეგ დგას, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

"არჩევნები ისნის საოლქო კომისიაში კრიმინალურად დასრულდა. გუშინ 8 საათზე ჩანიშნული სხდომის შესახებ გავიგეთ ბოლო წუთებში. მაჟორიტარობის კანდიდატები მივედით, რომ დავსწრებოდით ჩვენი საჩივრების განხილვას, მაგრამ, მიუხედავად სურვილისა, არცერთი ჩვენგანი არ დაგვასწრეს განხილვაზე. სხდომიდან გამოუშვეს ჩვენი დამკვირვებლებიც. არამარტო გამოუშვეს, არამედ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი მამუკა ნაცვალაძე ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც იმყოფებოდა შენობაში და ჩვენ ამის ვიდეომტკიცებულება გვაქვს. თუმცა, პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. ცესკოს ადმინისტრაციამ ისიც კი იკადრა, რომ დროშა ჩამოაგდო, ხოლო პოლიციამ ფეხქვეშ გათელილი ჩვენი სიმბოლო არ აიღო. ჩვენი პოლიცია დაემსგავსა რუსეთის ომონს, მათთვის რუსული დროშაა სიმბოლო და ქართული არა. ამიტომაც მოგმართავთ, ჩვენ ამ საჩივრების განხილვას გავაგრძელებთ სასამართლოებში, თუმცა კლანის მიერ
მართული სასამართლოს იმედი ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ ამ ინსტაციასაც ამოვწურავთ, პარალელურად, კონსტიტუციის ფარგლებში ვიდგებით ქუჩებში და მივაღწევთ იმას, რომ შეიცვლება ცენტრალური საოლქო კომისია და დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები,"-განაცხადა გალდავამ.


"ის ყველაფერი, რაც დღეს არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ხდება, არის ჩრდილო კორეის პოლიტიკის მსგავსი"-ამის შესახებ ბრიფინგზე "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

"როდესაც პარტია იძლევა განკარგულებას, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო, ეს არის ჩრდილო კორეის მაგალითი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს განცხადებაში იყო ხაზგასმული, როგორც ძალიან დიდი პრობლემა, რომ პარტიულ სტრუქტურებს შორის ზღვარი წაშლილია. გუშინ ჩვენ მივიღეთ პარტიული დავალების საფუძველზე სასწრაფო უარი ყველა საჩივარზე. გადაგვამისამართეს მართულ, ჩინჩალაძე- მურუსიძის მართულ სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოს გამო დავტოვე თავის დროზე "ქართული ოცნება", რომელიც დღეს ხალხის ხმებს იტაცებს, ამ ხმების უკან არიან ადამიანები, რომლებსაც უკეთეს საქართველოში ცხოვრება უნდოდათ და ამის უფლება "ქართულმა ოცნებამ მათ არ მისცა,"-განაცხადა ლევან კობერიძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებული მოვლენები შეაფასა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა
ლევან სამუშიამ და განმარტა, რომ საქართველო დაადგა თურქმენიზაციის გზას, ხოლო ბიძინა ივანიშვილს სურს ჭორვილბაშობა.

"წარმოუდგენელი რამ ხდება საოლქო საარჩევნო კომისიებში. არცერთი ჩვენი საჩივარი არ განუხილავთ ყურით მოთრეული მიზეზის გამო, რომელიც არცერთ კანონში არ ჯდება. საქართველოში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ივანიშვილის ჭორვილბაშობას არ დაუშვებს,"-განაცხადა სამუშიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42