ჩვენ მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია - თარხნიშვილი
პოლიტიკა - 13:35, 05 Nov, 2020     662

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, გუშინ, საოლქო კომისებთან აქტივისტების დაკავებას ეხმაურება.

თარხნიშვილის თქმით, გუშინ აქტივისტების დაკავება იყო ლოგიკუირ გაგრძლება იმ ჯაჭვის, თუ როგორ მოქმედებდა საარჩევნო კომისია არჩევნების განმავლობაში.

თარხნიშვილის თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ლეგიტიმურად, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარეს ახალი საარჩევნო კომისია, ხოლო ცესკოს თავჯდომარე, თამარ ჟვანია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

„ის რაც გუშინ მოხდა და როგორც მოიქცა ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ლოგიკური მთელი იმ ჯაჭვისა, თუ როგორ იქცეოდა საარჩევნო კომისია არჩევნების განმავლობაში.

მათ არ მოახდინეს რეაგირება არცერთ დარღვევაზე, დააკომპლექტეს მთელი იერარქია საარჩევნო კომისიის არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური, მაგრამ ქართული ოცნებისთვის სანდო კადრებით და ამის შედეგად მივიღეთ ის ყველაფერი, რომ 4-ჯერ გადაწერილი ოქმიც კი შეიცავს შეცდომებს.

არ მოახდინეს რეაგირება არცერთ დარღვევაზე, არჩევნების ღამეს გახსოვთ, თუ როგორ მოხდა არჩევნების შედეგების გამოცხადება და ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ 91 საჩივრიდან არცერთი არ იქნა არათუ დაკმაყოფილებული, არამედ მათი უმეტესობა საერთოდ არ განიხილეს.

სწორედ ამის გამო, ჩვენ მოვითხოვთ პირველი, რომ ეს არჩევნები არ ჩაითვალოს ლეგიტიმურად, მეორე, არ ვაღიარებთ მის შედეგებს და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, ხოლო ქალბატონი თამარ ჟვანია დაუყონებლივ უნდა გადადგეს ყველა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა არჩევნების გამოცხადების დღიდან დღემდე დამთავრებული.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42