დღეს ახალი სტატუსი შევიძინე – თემურ თათარაშვილი პროცენტს ვეღარ იხდის
საზოგადოება - 11:06, 05 Nov, 2020     7446

კორონავირუსმა თითქმის ყველა სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, 10 თვეა უკვე მათ თითქმის აღარ ჰქონიათ კონცერტები და არანაირი შემოსავალი აღარ აქვთ.

ისევე როგორც მოსახლეობის უმეტესობას, მათაც აქვთ ბანკის ვალი და მალე პროცენტების გადახდას ფიზიკურად ვეღარ მოახერხებენ.

მომღერალმა თემურ თათარაშვილმა საკუთარი პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

თემურ თათარაშვილი: მომილოცეთ დღეს ახალი სტატუსი შევიძინე, ცუდი გადამხდელი გავხდი, იპოთეკა ვერ გადავიხადე. ურააააააააააააააააააააააააააააა

„პრაიმამბები“ ცნობილ მომღერალს დაუკავშირდა და მისი სესხის და პრობლემების დეტალები მისგან გაარკვია.

– სიმღერის გარდა არანაირი შემოსავალი არ არის ჩემს ოჯახში, შემომტანი მხოლოდ მე ვარ. ბინა მაქვს იპოთეკაში, ერთი ბინა “ნაციონალური მოძრაობის“ დროს დავკარგე. მშენებარე კორპუსში მქონდა ბინა, ის გავყიდე და ახალი ვიყიდე, მაგრამ რემონტის თანხა არ მქონდა, რის გამოც ბანკიდან ავიღე ათწლიანი იპოთეკური სესხი და სახლი ჩავდე.

– რა თანხას იხდით ყოველთვიურად?

– ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას 1700 ლარს ვიხდი ბანკში, მაგრამ ახლა ვეღარ გადავიხადე.

– საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ თვეებია კონცერტები აღარ გქონიათ, ვინ გეხმარებოდათ ამ პერიოდის მანძილზე?

– მეგობრები მეხმარებოდნენ, სოსო პავლიაშვილი, ქეთა თოფურია და ლუბა უსპენსკაია მირიცხავდნენ თანხას მოსკოვიდან. გვარებს და სახელებს ვერ ვიტყვი, თბილისშიც მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები, ასე ვთქვათ „მათხოვრული“ ცხოვრებით ვცხოვრობდი და მგონი ისე ეგრე უნდა გავაგრძელო ცხოვრება.

– არ ფიქრობთ რუსეთში დაბრუნებაზე, სადაც კარგად გქონდათ აწყობილი კარიერა?

– რუსეთში დაბრუნება გამორიცხულია. რაც არ უნდა მოხდეს არ დავბრუნდები. მე საქართველოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. დიდი ოჯახი მაქვს თბილისში და მოსკოვში ცხოვრება არ შემიძლია.

რუსეთშიც გაჭირვებაა, თქვენ რა გგონიათ?! უბრალოდ იქ უფრო მეტი დანაზოგი ჰქონდათ და მეხმარებოდნენ.

პრაიმამბები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42