საქართველოს საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ბიულეტენების გადათვლის შემდეგ რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა. მათ შორის, ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საარჩევნო უბნებში. საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადათვლილია, ასევე ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც, აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგიც უცვლელი დარჩა.
"ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციების სამართლიანი არჩევნებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, ამ პროცედურის განხორციელების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება. რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს - დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი", - აცხადებენ ცესკოში.
მასალის გამოყენების პირობები






