“ლელოს” განცხადებით მოქალაქეების თითოეულ ხმას დაიცავენ და “ქართული ოცნების” უარს, ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვაზე არ დაუშვებენ
“ლელოს” ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საარჩევნო საოლქო კომისიებთან მიმდინარე დაპირისპირება შეაფასეს. დაპირისპირების მიზეზი “ქართული ოცნების გადაწყვეტილებაა, არ განიხილონ არცერთი პარტიის საჩივარი არ განიხილოს. “ლელო” აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილება გაყალბების გაგრძელებაა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არის დანაშაული და დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. “არცერთი პარტიის და ორგანიზაციის საჩივარი არ განიხილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” თავის დამქაშების დახმარებით და არის ტოტალური გაყალბების გაგრძელება. დღეს წყდება ჩვენი სახელმწიფოს ბედი, სადაც ამქვეყნის მოქალაქეებს წაგვართვეს არჩევანის უფლება, წაგვართვეს ხმის უფლება. მოგიწოდებთ ყველას დაიცვან საკუთარი არჩევანი. ხოლო საოლქო კომისიას მოვუწოდებ, ნუ შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის სისხლის სამართლის დანაშაულის გადაწყვეტილებებს, რომელიც დემოკრატიას ასამარებს ჩვენს სახელმწიფოში,”-განაცხადა კუპრაძემ. “ქართულ ოცნებას” მესამე ვადით ხელისუფლებაში, მოქალაქეების ხმების მოპარვის ხარჯზე უნდა”-ამის შესახებ პარტიის საგანგებო ბრიფინგზე მედეა მეტრეველმა ისაუბრა. “არჩევნების გაყალბებისა და ხალხის ხმებია მოპარვის ხარჯზე უნდათ მესამე ვადით დარჩენა, რაც ჩვენს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეკისრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და აპარატის თითოეულ წევრს, რომლებიც ჩართულები არიან ძალიან მძიმე დანაშაულებრივ პროცესში. საზოგადოებას კი ერთიანობისკენ და თავიანთი ხმების დაცვისკენ მოვუწოდებ,”-აცხადებს მედეა მეტრეველი. ბრიფინგზე იმყოფებოდა და არსებული მდგომარეობა განიხილა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა. “ამ წუთში როდესაც ჩვენ სიტყვით მოგმართავთ, ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის მასშტაბით დააკანონოს ის უმსგავსობა, რაც უნდათ რომ არჩევნების სახით თავს მოგვახვიონ. დღეს საქართველოს თავისუფლების და მოქალაქეების არჩევანის თავისუფლების ბედი წყდება საოლქო კომისიებთან. მხოლოდ “ლელომ” 300 საჩივარი შეიტანა და არც ერთის განხილვა არ ხდება. ეს არის რუსული ოცნების თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, რაც დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ,”-განმარტა დათუნაშვილმა. ხმების დაცვისა და სამართლებრივ ჩარჩოში პროტესტის გამოთქმისკენ მოუწოდა მოსახლეობას “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ. “ერთადერთი პრეცედენტი დაუშვა რუსულმა ოცნებამ, როდესაც სამგორის ოლქში ერთ-ერთი უბანი გახსნა და აღმოჩნდა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული და სიყალბე. როგორც კი შეატყვეს რა დღეში იყვნენ და მათი ფარსი მჟღავნდებოდა ტოტალურად ყველგან უარი თქვეს გასაჩივრებაზე. სამართლებრივად მიუღებელი ფაქტებით გვეუბნებიან, რომ საჩივრის განხილვა არ მოხდება. ყველას მოვუწოდებ მშვიდად კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენი პროტესტი გამოვხატავთ და ჩვენი ხმები დავიცვათ,”-აცხადებს სამუშია.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






