"კინაღამ ადამიანები დაიღუპნენ..." - ბათუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა
პოლიტიკა - 21:38, 04 Nov, 2020     1195

ბათუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - ჩამსხვრეულია საოლქო კომისიის შენობის შუშები, ორმა ადამიანმა დაზიანება მიიღო და სისხლი სდის, ერთი მათგანი პოლიციელია, მეორე კი - აქციის მონაწილე. რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საწრაფო დახმარების ბრიგადები.

"პოლიცია რომ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, იმის შედეგია ის, რაც დღეს ბათუმში ხდება. ეს გაბრაზებული ხალხი დღეს აქ არ იქნებოდა, გუშინ რომ პოლიცია თავის დონეზე მდგარიყო, "ძველი ბიჭები" და კრიმინალები შეეჩერებინა. აქ რომ ადამიანები დაიღუპნენ კინაღამ, პოლიციის ბრალია", - ამბობს მოქალაქე, რომელსაც სახეზე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელსაც ხალხსა და შენობას შორის ცოცხალი ჯაჭვი აქვს გავლებული.

"დაკავებული არავინ არ არის, დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, ამიტომ როდესაც იყო შენობაში შეჭრის მცდელობა, პოლიციასა და ხალხს შორის მოხდა დაპირისპირება", - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42