სამართლებრივი გზით სიარული არის, გასაჩივრება იმავე საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელმაც ეს გაყალბებები ჩაიდინა. შემდეგ კი სასამართლოში, საჩივრები მურუსიძე და ჩინჩალაძის კლანთან ხვდება - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 17:59, 04 Nov, 2020     1514
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე და გაყალბებულ ხმებზე საუბრობს.

მისი თქმით, ოქმებში ასახული დარღვევები განიხილება მურუსიძე- ჩინჩალაძესთან, რაც ცალსახად
მიუთითებს არასამართლიან გარემოში ბრძოლაზე და გამყალბებლისგან გაყალბებული ხმების დაბრუნებაზე.

"ამ ყველაფერს უცილებლად გავასაჩივრებთ სამართლებრივად, თუმცა სამართლებრივი გზით სიარული არის, გასაჩივრება იმავე საარჩევნო ადმინისტრაციაში რომელმაც ეს გაყალბებები ჩაიდინა. გამყალბებელმა უნდა დაადგინოს სიმართლე და ამით დაადასტუროს რომ თვითონ მონაწილეობდა გაყალბებაში, ამ ხალხთან გვიწევს გასაჩივრება. მეორე გზა გასაჩივრების ეს არის სასამართლო, სადაც საჩივრებს მურუსიძე და ჩინჩალაძე ხვდება. ასევე სერგო მეთოფიშვილი რომელიც ორი დღის წინ თანამდებობაზე დანიშნეს და დააწინაურეს იმ "დამსახურებების" გამო, რომელიც მას საბჭოში მიუძღვოდა, როდესაც კლანის გაპარპაშებას უწყობდა ხელს. სამწუხაროდ, ზუსტად ამ ჩაკეტილ წრეში მოგვიწევს გასაჩივრება, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ სახელმწიფოში სადაც გასაჩივრებას რეალური შედეგი მოაქვს. თორემ ჩვენ ყველა დარღვევას ვაკონვერტირებთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა კონკრეტულ დარღვევების ფაქტებზეც ისაუბრა.

"რაც შეეხება კონკრეტულად დარღვევებს, მაგალითისთვის მოვიყვან, მარნეულის ერთ-ერთ უბანს სადაც არ ხსნიან უბანს და ამას ასაბუთებენ ფაქტით, რომ ყველა უბანში დარღვევას აფიქსირებენ და ყველას ხომ არ გავხსნითო. ქუთაისის დარღვევებზეც ვისაუბრებ, როდესაც ერთ შემთხვევაში დეზინფექციის დროს ყუთი უყურადღებოდ დარჩა და მეორე შემთხვევაში გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული.
ერთ შემთხვევაში თქვეს რომ ესეთი ფაქტი არ ყოფილაო და მეორე შემთხვევაში არც კი განუხილავთ. აი ეს არის განხილვის ის სტანდარტი, რომლითაც დგება ახსნა განმარტების ოქმები. ეს არის გაყალბების გაგრძელება და მისი შეფუთვის უნიჭო მცდელობა,"- განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42