მოსყიდული ადამიანები და გაყალებებული არჩევნები, დაშანტაჟებულები სწორად ვერ დათვლიან მონაცემებს - ოპოზიცია ოქმების ხელახლა დათვლას ითხოვს
პოლიტიკა - 12:38, 04 Nov, 2020     697
საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას წარმომადგენელ თამარ კორძაის განცხადებით, გარდა იმისა, რომ შემაჯამებელნოქმებში ბევრი დისბალანსია, არის გაყალბებული ხელმოწერებიც.

"ის, რაც არჩევნების დღეს და შემდეგ ხდებოდა, ენით აღუწერელია. დანაშაულებრივ ქაოსში ხელისუფლებამ ვერ გაასწორა მონაცემები და კობახიძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ეს ადამიანური შეცდომებია, შეიძლება იყოს მართალი, რადგან დაშინებული და მოსყიდული ადამიანები, ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ დასვამდნენ ოქმებში გაყალბებულ მონაცემებს. ბლოკის მიერ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, შეტანილია 1216 საჩივარი. ესაა საარჩევნო უბნების 1/3. ჩვენ ვითხოვთ - იქ, სადაც ბიულეტენი ამოვიდა მეტი, ვიდრე ამომრჩეველთა რიცხვია, ვითხოვთ ხელახალ გადათვლას. დღეს ხელმოწერების გაყალბებაზე პროკურატურაში შეგვაქვს 20 საჩივარი. რადგან შესწორების ოქმსა და შემაჯამებელ ოქმებს შორის ვიზუალირი დათვალიერებითაც ნათლად ჩანს სხვადასხვა ხელმოწერები. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს საბურთალოს 81-ე უბანი, სადაც შესწორების ოქმით ჩვენს ბლოკს 100 ხმა მოემატა. ჩვენთვის სულერთია ვის მოემატება, რადგან ამ პირობებში ნამდვილი არჩევანის გაკეთება შეუძლებელია. ისნის მე-14 უბანზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობაა 808, ხოლო ამოსული ბიულეტენის რაოდენობა 1154. შესწორების ოქმი გააკეთეს და მაინც 85 დაჯდა სხვაობა. როდესაც მოსული ამომრჩევლების რაოდენობაზე მეტი ამოდის ბიულეტენები, უბანი კანონის განახმად ბათილდება. თუმცა ახლა ხდება შემდეგნაირად - შესწორების ოქმში წერენ, რომ შეეშალათ მოსული ამომრჩეველთა რიცხვი და ასე ასწორებენ ბალანს. ეს დანაშაულია. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არაა"- აცხადებს კორძაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42