ისხდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და უბრალოდ ხატავდნენ რიცხვებს, ამის შერჩენა არის შეუძლებელი - კაპანაძე
პოლიტიკა - 18:45, 03 Nov, 2020     1162

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელმა, სერგი კაპანაძემ წარმოადგინა ოქმები, სადაც მისი თქმით, უბრალოდ გადაწერილია რიცხვები.

კაპანაძის თქმით, როგორც ბათუმში, ისე მარნეულში გამოვლინდა ოქმები, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ე.წ კარუსელების შესანიღბად გადაწერეს ციფრები.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ქართველი ხალხი ვერ შეეგუება და ამას მკაცრად გააპროტესტებს ქუჩაში.

„მე გესაუბრებით იმ ოქმების შესახებ, სადაც უბრალოდ ამაზრზენად, პირდაპირ, ღიად ჩანს გაყალბების მასშტაბი, უბრალოდ დაწერილ ოქმებზე გვაქვს საუბარი.

ახლა მოგიყვებით 2 შემთხვევაზე და აუდიტორიამ განსაჯოს როგორი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ერთი შემთხვევა ხდება მარნეულში, ხელთ გვაქვს ოქმი, ხელმოწერილი ოქმი, რომელიც შეივსო არჩევნების დასრულების მერე. აქ წერია, რომ 557 ადამიანი იყო მისული, ვინც ხმა მისცა, შემდეგ განაწილებულია ხმები და ჯამში აღმოჩნდა, რომ 273-მა მისცა ხმა, ანუ ჩააგდო ბიულეტენები. როგორც ჩანს, კომისიის წევრები მიხვდნენ, რომ თუ 557-მა მიიღო მონაწილეობდა და 273 ბიულეტენი ეყარა, რაღაც პრობლემა იყო აშკარად, იმიტომ, რომ როგორც ჩანს კარუსელი მოქმედებდა და ამის დამალვა სცადეს, ადგნენ და იმავე ღამეს გააკეთეს დარღვევით თან, ისე რომ არ აქვთ ხელი მოწერილი კომისიის სხვა წევრებს შესწორების ოქმზე. 273 გადააკეთეს 272-ად იმავე ღამეს, ოღონდ დაავიწყდათ, რომ ბათილი ბიულეტენებიც უნდა დაემატებინათ და აღმოჩნდა, რომ მაინც გასაუქმებელი არის ეს ოქმი.

მეორე დღეს უკვე, ანუ პირველ ნოემბერს, 17:50 საათზე, თავიდან გადაწერეს, ისევე შესწორების ოქმით და უკვე 272-ის ნაცვლად დაწერეს 286. ანუ, ეს არის ოქმი, რომელშიც რაც უნდოდათ იმას წერდნენ, ბიძინას კარუსელის შესანიღბად.

მეორე შემთხვევაშიც, ჩვენ გვაქვს საქმე მარაზმთან. აქ არის ბათუმის შემთხვევა, პირველ დღეს შეავსეს ოქმი, დაწერეს, როცა დაითვალეს და რიცხვები დააჯამეს, აღმოჩნდება, რომ სულ იყო 865 ბიულეტენი ურნაში ჩაყრილი, ოღონდ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 819-მა ადამიანმა, ანუ უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე იყო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. როდესაც ნახეს, რომ ასეთი რაღაცა გამოვიდა, დაიწყეს უბრალოდ გადაწერა რიცხვების. მაგალითად, 6-ის ნაცლად დაწერეს 1, 6-ის მაგივრად დაწერეს 4, 25-ის ნაცლად 23, 14-ის მაგივრად 0, 2-ის მაგივრად 3, 0-ის მაგივრად 7, 327-ის ნაცლად 1, 31-ის ნაცლად 3, ასე გადაწერეს უბრალოდ რიცხვები, შესწორების ოქმი გააკეთეს სამი რაც მთავარია, რადგან არ დაეტია ერთში და მიუხედავად ამისა, ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა მაინც მეტი გამოუვიდათ, ვიდრე არჩევნებზე მისულთა რაოდენობა.

ეს არის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ივანიშვილმა, ანუ უბრალოდ ხელით დაწერილი ოქმები, რასაც საერთო არ აქვს არჩევნებში მონაწილე ხალხთან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშუალი და ამაზე აუცილებელია უმკაცრესი რეაგირება. ჩვენი რეაგირება ამაზე იქნება რეაგირება გარეთ, ქუჩაში და რეაგირება აქციის საშუალებით, რომელიც გაიმართება ამ კვირას, 3 საათზე, ამის შერჩენა არის შეუძლებელი, ისხდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და უბრალოდ ხატავდნენ რიცხვებს, ისე რომ დაემთხვიათ ბალანსი, მაგრამ როგორც ჩანს ესეც ვერ დაამთხვიეს, რადგან ამის უნარიც არ აქვთ.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42