კითხვაზე - რა მოლოდინი აქვთ სასამართლოსგან? – ნიკა მელიას მამამ ემოციური კომენტარისგან თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ ამ მთავრობისაგან ყველაფერს ცუდს ელოდებიან და ყველაფრისთვის მზად არიან. მისი ვარაუდით ნიკა მელიას დაიჭერენ.
ოპოზიციის ლიდერის მამის განცხადებით, მისი შვილი ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯება, თუმცა საპატიმროში მყოფი მელია უფრო საშიშია მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ მყოფი:
„ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო. კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, კაცი რომელიც 5 თვეა არ მინახია და პირველად ვნახე იქ შტაბში არჩევნების დღეს, თქვენ იქ იყავით და ხედავდით რა უპირატესობით უგებდა სხვებს და მერე როგორ დატრიალდა ყველაფერი... შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მითუმეტეს როცა შენი შვილია.
ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და მზად ვართ მე და ჩემი მეუღლეც.
ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა რომ გადაებირათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ იცოდნენ რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიშ იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ"- ამბობს ანზორ მელია.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმიდნარეობს
მასალის გამოყენების პირობები






