საზოგადოებრივი პლატფორმა "2020" იურიდიულ პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ ნიკა მელია არჩევნებში მონაწილეობის გამო იმუნიტეტით სარგებლობს და "ცესკოს" ნებართვის გარეშე სასამართლო მას ვერ დააკავებს.
"ცესკოს" ნებართვის გარეშე სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, რომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღოს, ვინაიდან ნიკა მელია სარგებლობს შესაბამისი იმუნიტეტით“- აცხადებენ პლატფორმა "2020"-ში.
ნიკა მელიას ადვოკატი კი ამბობს რომ გირაოს დაკისრება სამართლებრივად არასწორია, რადგან მას აღკვეთის სახით გირაო უკვე შეფარდებული აქვს:
"სასამართლომ ეს მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს, აღკვეთი ღონისძიების დამძიმება არ ნიშნავს, იგივე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას გირაოს თანხის გაზრდით, ეს არის სამართლებრივად უაზრობა." - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






