კოვიდინფიცირებული გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დისტანციურად ჩაერთო
პოლიტიკა - 15:38, 03 Nov, 2020     1280

საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა საკოორდინაციო საბჭოს დისტანციურად დაესწრო.

„პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება; რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პირბადე მთელს მსოფლიოში აღიარებულია ვირუსის გავრცელების შენელებისა და თავდაცვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად, შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების მიერ პირბადის გამოყენებას ღია სივრცეებშიც, რადგან 90%-ის მიერ პირბადის სწორად გამოყენება ინფექციის გავრცელების რისკს 70%-ით ამცირებს.

ინფექციის გავრცელების მომატებული რისკის გამო, შეზღუდვა, რომელიც თბილისში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედ რესტორნებზე ვრცელდებოდა, მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებს და ყველა რესტორანი 22:00 საათამდე იმუშავებს. ამასთან, კვლავ შეზღუდულია ისეთი სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და ა.შ.

როგორც ცნობილია, ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაში იყო განთავსებული, რის გამოც ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანი იყო, არჩევნებისთვის მოსამზადებელი და შემდგომი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 ოქტომბრიდან, დროებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, I-XII კლასის ჩათვლით, 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული სასწავლებლები და საბავშვო ბაღები იმავე რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას, როგორც დღემდე.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, ასევე განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ქვეყნის სტრატეგია, რომელიც ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, სისტემური შეზღუდვების ნაცვლად, წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენებას გულისხმობს.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ მუშაობაზე. აღინიშნა, რომ მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე ეფექტურად ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს. როგორც მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, „ცენტრალური ონლაინკლინიკის“ ამოქმედების დღიდან 33 000-ზე მეტი შემთხვევა იმართა. ონლაინკლინიკა დაკომპლექტებულია ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებითა და ოპერატორებით, რომელთაც სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44522 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 28633 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 362 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3080 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 264 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4253 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.“ - აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42