ამ სამაჯურს არ გავიკეთებ, გამორიცხულია...მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო და ეს ბრძოლა ხალხის გამარჯვებით დამთავრდება - მელიას პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 12:53, 03 Nov, 2020     867
გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შოთაძის უწყება ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას ითხოვს:
"ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება გააკეთებს, თავისივე საზიანო იქნება - ძალიან მჯერ ამის იმიტომ, რომ იმდენად ერთი - პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდია, მეორე - აბსოლუტურად მორალურად არასწორ მხარეს დგანან, სიმართლე მათ მხარეს არ არის, გუნდი, რომელიც არჩევნებს ატარებს იარაღის გამოყენებით, ძალადობრივი ქმედებებით, ხალხის დაშინებით და მიაჩნია, რომ ეს ნორმაა და ამის გამო პროტესტი არავის უნდა გამოეთქვა, აბსოლუტურად მეასე ხარისხოვანია, ჩემს ხელზე ეს სამაჯური იქნებოდა თუ არა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს აინტერესებთ, სამაჯური მიკეთია თუ არა ხელზე. მე ვთქვი, რომ ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკიეთებ და ასეც იქნება, დანარჩენი თავის თავს დააბრალოს ივანიშვილმა. აქამ კაცს თავს აღარ დაუხრის აღარავინ და ის ამ ქვეყანას ვერ მოხუფავს და ვერ დააკონსერვებს. ხელისუფალი, რომელიც მსგავს ნაბიჯებს დგამს, ამით კიდევ ერთ გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, რომ ის ენარცხება ძირს ძალიან მტკივნეულად და პანიკურ მდგომარეობაშია. ჩვენ ხომ არ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, ვიცი როგორც გადაწყვეტს ამას სასამართლო, მეგობრებთან ერთად მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის და ეს ბოლომდე ბრძოლა იქნება ხალხის გამარჯვებით დამთავრებული. ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ, ბატონ ივანიშვილს ტყუილად აქვს ამის იმედი, მას ჰგონია, ელექტროსამაჯურით გამოძვრება იმ უმძიმესი დამაშაულის შემდეგ, რაც აქვს ჩადენილი" - განაცხადა მელიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42