შეინიშნება რამდენიმე ძალიან შამაშფოთებელი ტენდენცია, რაც გვაძლევს სრულ საფუძველს ვთქვათ, რომ რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა - კაპანაძე
პოლიტიკა - 12:25, 03 Nov, 2020     702

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს.

კაპანაძის თქმით, გამოვლინდა რამდენიმე შემაშფოთებელი ტენდენცია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძვლეს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

კაპანაძის თქმით, მარნეულში, ბიულეტენები პირდაპირ გადაკეთებულია და ქართული ოცნების კანდიდატს აქვს მომატებული ასეულობით ხმა, რამაც საბოლოოდ მოაგებინა მას პირველივე ტურში.

კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ორასამდე უბანზე ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა გაცილებით მეტია მისულ ამომრჩევლთა რაოდენობაზე. კაპანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ე.წ კარუსელებზე და აღნიშნა, რომ დაახლოებით 8400 კარუსელის შემთხვევა გამოვლინდა.

კაპანაძე ყველა ამ შემთხვევაზე ითხოვს უბნების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

„ევროპული საქართველო ბოლო 2 დღის განმავლობაში იკვლევს იმ ოქმებს, რომლებიც არის გამოქვეყნებული ცესკო-ს ვებ-გვერდზე და ადარებს ამ ოქმებს იმ ოქმებს, რომლებიც წამოიღებს ჩვენმა წარმომადგენლებმა უბნებიდან. შეინიშნება რამდენიმე ძალიან შამაშფოთებელი ტენდენცია, რაც გვაძლევს სრულ საფუძველს ვთქვათ, რომ რომ ეს არჩევნები ტოტალურად იქნა გაყალბებული და საბოლოო ჯამში გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.

მინდა ვისაუბრო 3 ტიპის მნიშვნელოვან დარღვევაზე, რომელიც ჩანს ამ ჩვენი მოკვლევის შედეგად. გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ შემთხვევაზე, როდესაც გვაქვს შემთხვევა პიდაპირ გადაკეთებული ბიულეტენის, ეს არის მარნეულის ერთ-ერთი უბანი, სადაც აღებულია უბრალოდ ოქმი, რომელიც თავდაპირველად იქნა შედგენილი და ხელი მოაწერეს წარმომადგენლებმა, შემდეგ ეს ოქმი როდესაც წამოიღეს ჩვენმა წარმომადგენლებმა ოლქში ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მარტივად, ერთიანი გადააკეთეს 4-ანად, 5-იანი გადააკეთეს 8-იანად და დამატებითი სამასი ხმა მიიღო ზაურ დარგალმა. ეს არის ოლქი, სადაც დაახლოებით 400-500 ხმა წყვეტს გავა თუ არა კანდიტატი მეორე ტურში, ახლა კი ქართული ოცნების კანდიდატი გადის მეორე ტურში, რადგან ასეთი გადაკეტებული ბიულეტენი არის რამდენიმე.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ორასამდე უბანი, რომელშიც უფრო მეტი ბიულეტენი არის ჩაყრილი ურნაში, ვიდრე იყო მისული ამომრჩეველი. ეს არის 206 უბანი, სადაც უფრო მეტი ბიულეტენია ამოღებული, ვიდრე იყო მისული ამომრჩეველი. ეს უბნები უნდა იყოს გაუქმებული. ამ ჩაყრილ ბიულეტენებს სამართლიან არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

გარდა ამისა, ამ არჩევნებზე გამოიყენებოდა კონკრეტული ტიპის “კარუსელები”, რომელსაც მე ვუწოდებ „ბიძინას კარუსელებს“. სქემა მუშაობდა შემდეგნაირად - კონკრეტულ ადამიანზე მიმდინარეობდა ან ზეწოლა ან მისი მოსყიდვა, რომ ხმა მიეცა “ქართული ოცნებისთვის”, მაგრამ მოსყიდვას აქვს ის პრობლემა, რომ შემდეგ ვერ კონტროლდება რეალურად ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამიტომ ასეთი სქემა ჰქონდათ - ერთ-ერთი ადამიანი „ქართული ოცნებიდან“ შედიოდა უბანზე, იღებდა ბიულეტენს, ცარიელ კონვერტს აგდებდა ურნაში და ცარიელი ბიულეტენები გამოჰქონდა გარეთ. შემდეგ „ოცნების“ შტაბში ამ ბიულეტენებზე 41 ნომრის ხაზავდა, იღებდა უკვე შემოხაზულ ბიულეტენს, აბრუნებდა უკან და აგდებდა ურნაში.

მოკლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მინიმუმ 969 უბანზე იყო დატრიალებული ე.წ „კარუსელი“ და თვითონ „კარუსელების“ რაოდენობა არის დაახლოებით 8400. 8400 „კარუსელი“ ნიშნავს იმას, რომ 8400 ცარიელი კონვერტი ეგდო ამ ურნებში. ყველა ამ შემთხვევაზე ჩვენ ვითხოვთ უბნების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, შეუძლებელია ასეთი არჩევენები ჩაითვალოს სამართლიანად“, - განაცხადა კაპანაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42