დარგალის 173 გადაკეთებულია 473-ად - სერგი კაპანაძე ოქმებს ავრცელებს
პოლიტიკა - 23:27, 02 Nov, 2020     1267

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში არჩევნების შემაჯამებელი ორი ოქმის ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ისინი გაყალბებულია ან საოლქო, ან პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

კაპანაძის თქმით, საუბარია მარნეულის ოლქზე, სადაც ქართული ოცნებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ზაურ დარგალი იყრიდა.

"აი, როგორ ყალბდება არჩევნები! ასე აქვს მოგებული დარგალს პირველი ტური 51.62%-ით. ქვემოთაა ორი ოქმი. ერთი (ნაცრისფერი) არის ის ოქმი, რომელსაც 67-ე უბანზე ხელი მოაწერა კომისიამ დათვლის შემდეგ. დარგალმა აიღო 173 ხმა. მოსული იყო 528 ამომრჩეველი.

მეორე - ვარდისფერი არის იგივე ოქმი, ოღონდ ატვირთული ცესკოს ვებგვერდზე. ჰოი საოცრებავ, "ს ლიოგკიმ დვიჟენიემ რუკი", დარგალის 173 გადაკეთებულია 473-ად. ხოლო, ამომრჩეველთა 528 გადაკეთებულია 828-ად. რა ლეგიტიმურობაზე მელაპარაკებით და რა პარლამენტში შესვლაზე?", - წერს კაპანაძე.

მისი თქმით, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ევროპული საქართველო არჩევნების გაყალბების მხილებას მიეძღვნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42