ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გიორგი რურუაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ციხის ადმინისტრაციის მიერაა დადგმული. უგულავას თქმით, ის 3 წლის განმავლობაში იყო სამარტოო საკანში და იცის, რომ ადმინისტრაციის ნების გარეშე, სხვა პატიმარს ვერ შეხვდები.
უგულავა მიიჩნევს, რომ რურუა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.
"მე როგორც ყოფილმა პატიმარმა, რომელიც ასევე სამარტოო საკანში ვიყავი შემიძლია, ვთქვა გადაუჭარბებლად, რომ გიორგი არის სამარტოო საკანში. შესაბამისად, მისი გადაადგილება, ადვოკატთან შეხვედრა იქნება, აბანოში გადაადგილება იქნება თუ სასეირნოდ გადაადგილება იქნება, მკაცრად რეგლამენტირებულია და თუ ადმინისტრაციის მიერ არ იყო დადგმული, შეუძლებელია, სხვა პატიმრებს შეხვედროდა. 3 წელი ვიჯექი და სხვა პატიმარი 1 წამითაც არ მინახავს. ეს არის დადგმული თავდასხმა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გიორგი ივანიშვილის პატიმარია. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერი. ეს დაუსჯელი არ დარჩება"-ამბობს იგი.
გიგი უგულავამ ციხის უფროსი გააფრთხილა და მოუწოდა ციხის ადმინისტრაციას, რომ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.
მასალის გამოყენების პირობები






