NDI-ის საარჩევნო ანგარიშს ოპოზიციაში ეხმაურებიან . ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ანგარიში უმწვავესია. მათ შეფასებით, დასკვნა ადასტურებს ყველა იმ დარღვევასა და უზუსტობას, რაზეც მანამდე ოპოზიციის წევრებიც საუბრობდნენ.
"განცხადებაში ასახულია, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმურიც და მოპარულიც. უამრავი დარღვევის ფონზე საქართველოს მოქალაქეების ნებას არ გამოხატავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლო პერიოდში ასეთი მძიმე დასკვნა ჯერ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია.
"ცალსახადაა მითითებული დარღვევები. მძიმე დასკვნა ადასტურებს იმას, რასაც ლაპარაკობს ოპოზიციური სპექტრი, რომ არჩევნები არ ჩატარებულა იმ ხარისხითა და სტანდარტით, რაც დემოკრატიას სჭირდება", - თქვა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, ფიქრობს, რომ "ხელისუფლება არ შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რაც NDI-ის ანგარიშში წერია".
მასალის გამოყენების პირობები






