ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები - ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 18:06, 02 Nov, 2020     814
“ლელო“ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პოლიტიკური გაერთიანების იდეას სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ.

ამის შესახებ “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით,„ლელო“ ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს.

“ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რადგან არ ვგეგმავთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას. ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგები მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მოხარულები ვართ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ ჩვენს პოზიციას. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ძალიან გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ჩვენი მიზანია, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არც ერთ კითხვის ნიშანს არ გამოიწვევს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42