უგულავამ აღნიშნა, რომ კვირას, 15:00 საათზე გაიმართება გრანდიზოული მსველობა, რათა დაანახონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ისინი არ აპირებენ იმ იუმორინას მიღებას, რასაც ივანიშვილმა არჩევნები დაარქვა.
„ყველა, ვინც შეურაცხყოფილია ამ გაყალებებული არჩევნებით, ვიკრიბებით 7 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის წინ. ეს არის აბსოლიტურად ინტერპარტიული, ყველა პარტიას მინდა მოვუწოდო, რეგისტრირებული 60 პარტია იყო ამ არჩევნებზე, მოდით თქვენი დროშებით, ატრიბურიკით, ყველას ადგილი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს პარტიული მრავალფეროვნების, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივისტები და ყველა გაბრაზებული ადამიანი, ვინც თვლის, რომ ეს არ იყო არჩევნები, რომ ივანიშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთა, რომ ცვლილების შანსი მოსპო, რაც არის არჩევნების კანონიერი, სამართლიანი ცვლილების შანსი.
უნდა შევიკრიბოთ ყოველ ჯერზე 7 საათზე, კვირას 3 საათზე იქნება გრანდიოზული მსვლელობა და დიდი აქცია, რომ გაიგონონ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ იუმორინას მიღებას, რასაც არჩევნები დაარქვა ბიძინა ივანიშვილმა.“ - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






