კაპანაძის თმით, ყველა შემფასებელმა გააკეთა პოზიტიური კომენტარი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კოვიდის პირობებში, თუმა როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ყველა მათგანის განცხადებებში საუბარია სერიოზულ პრობლემებზე, როგორებიცაა ძალადობა, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან.
„მე ჯერ არ მინახავს არცერთი შეფასება, გარდა სუამის შეფასებისა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად. ყველა შამფასებელმა გააკეთა ზოგადად პოზიტიური კომენტარი იმასთან დაკაშირებით, რომ კოვიდის დროს ჩატარდა არჩევნები და ყველა მათგანმა ასევე აღნიშნა, რომ სერიოზული პრობლემები იყო არჩევნების დღეს ძალადობასთან დაკავშირერბით, მოსყიდვასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებებში პირდაპირ იყო საუბარი, რომ პრობლემა არის მმართველი პარტიის და ხელისუფლების შერწყმა ერთმანეთთან. ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, რა დარღვევებზეც ვსაუბრობთ, ეს არის ყველაფერი ამის შედეგი. ჩვენ დღესაც, ხვალაც და ამ დღეებშიც კიდევ მრავალ ფაქტს გავასაჯაროვებთ, რათა კარგად გამოჩნდეს რა მასშტაბი ჰქონდა ამ არჩვნებზე როგორც ზეწოლას, ისე მოსყიდვას და ისე ბიულეტენებით მანიპულაციას.“ - გნაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






