ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ არჩევნები გაეყალბებინა, ეძალადა გარეთ, მოესყიდა ხალხი და ამის შესაბამის შედეგებს მიიღებს როგორც პროტესტის სახით, ისე საერთაშორისო და შიდა იზოლაციის სახით - კაპანაძე
პოლიტიკა - 11:30, 02 Nov, 2020     738

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ ეს არჩვნები არ არის ლეგიტიმური და ის არ გამოხატავს ხალხის ნებას.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში, დღეს 3 საათზე გამოაცხადებენ.

„ევროპულ საქართველოს არ მიაჩნია, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა გამოხატა ხალხის ნება, ამიტომ, ვიმოქმედებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში, რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით შევიდეთ თუ არა პარლამენტში.

ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა შევიდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ერთი ადამიანი არ წყვეტს არასოდეს და არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, ამაზე გვექნება დისკუსია და 3 საათზე გამოვაცხადებთ პოზიციას, რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი არის ბოლომდე იზოლაციაში და მარტო დატოვება ივანიშვილის. მან გადაწყვიტა, რომ არჩევნები გაეყალბებინა ამ ფორმით, ეძალადა გარეთ, მოესყიდა ხალხი და ამის შესაბამის შედეგებს მიიღებს როგორც პროტესტის სახით, ისე საერთაშორისო და შიდა იზოლაციის სახით.

მგონია, რომ გადაწყვეტილება მეორე ტურებზე არის საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტურები არ უნდა იყოს. ჩემი პირადი აზრია ეს ოღონდ და დანარჩენზე ვიმსჯელებთ პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42