EU: ზედმიწევნით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას დარჩენილ საარჩევნო პერიოდში
პოლიტიკა - 10:28, 02 Nov, 2020     924
ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება:

"კორონავირუსის მიუხედავად, მაღალი იყო საარჩევნო აქტივობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, 31 ოქტომბერს, რომელიც ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდა.
საერთაშორი სადამკვირვებლო მისიების დასკვნებით, [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის - ოდირის და ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის] მთლიანობაში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო.

ამის მიუხედავად, დამკვირვებლემა აღნიშნეს, რომ როგორც წინასარჩევნო გარემოზე, ასევე უშუალოდ არჩევნების პროცესში, გავლენა იქონია ამომრჩევლებზე ზეწოლამ და ასევე, სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს შორის ზღვრის არარსებობამ და ამასთან დაკავშირებულმა მინიშნებებმა, რამაც თავის მხრივ, გავლენა იქონია საზოგადოებრივ რწმენაზე საარჩევნო პროცესისადმი.

მთლიან საარჩევნო პროცესსში, ისევე როგორც მეორე ტურებში, მთავარია მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვა და სამართლიანი, გამჭირვალე და ზუსტი განხილვა საჩივრებისა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ განაგრძოს დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია გარემოს შესანარჩუნებლად, უმნიშვნელოვანესია, მათ შორის იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა სრულად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. ევროკავშირი დიდი ყურადღებით დააკვირდება შემდგომ საარჩევნო პერიოდს, განსაკუთრებით კი, მეორე ტურის საარჩევნო დღეს.

განახლებული სამართლებრივი ჩარჩო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობა გახდა. ბოლო დროის საკანონმდებლო ცვლილებებში კი, ნაწილობრივაა გათვალისწინებული ეუთო / ოდირის და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. აქვე, დარჩა რიგი გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ, საარჩევნო ხარვეზებზე მუშაობა, მათ შორის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინება ეუთო-ოდირისგან, მრავალხმრივი დიალოგის ფარგლებში, მეორე ტურის შემდგომ.

ევროკავშირი გვერდში უდგას დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42