"კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, ვინ არის საქართველო! დღეიდან ერთი კვირის თავზე ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას" – გიგი უგულავა
პოლიტიკა - 19:40, 01 Nov, 2020     792
გიგი უგულავამ, "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, რუსთაველის გამზირზე, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციაზე დაანონსა, რომ მომავალ კვირას ოპოზიციური პარტიები გეგმავენ დიდ აქციას და მსვლელობას.


"პარტიები იმსჯელებენ მე დარწმუნებული ვარ, ყველა ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს მაგრამ, დღეიდან ერთი კვირის თავზე, კვირას – ჩვენ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია სამოქალაქო, და მთლიანად ქართული საზოგადოება ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას, მსვლელობას, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, ვინ არის საქართველო, რომ ხალხმა, რომელიც გუშინ შოკში იყო და ხელიდან გამოსტაცეს ეს გამარჯვება, თავისი ძალა დაანახოს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი." – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ, ხაზი გაუსვა, რომ გარეჯი საქართველოა და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა .ხოლო, ხალხს მოუწოდა მათი თავისუფლებისთვის ბრძოლა განაგრძონ.

"გუშინ მთელი დღე ივანიშვილის პროპაგანდისტულ საშუალებებზე ეწერა ასეთი წარწერა "გარეჯი საქართველოა". დიახ, მეგობრებო, გარეჯი საქართველოა მაგრამ ივანიშვილი არ არის საქართველო, გუშინდელი არჩევნებისთვის დაკავებული ყავთ უკანონოდ ადამიანები, მეცნიერები, აქტივისტები, და მათი ბრძოლისთვის, მათი თავისუფლებისთვის, ამ პარლამენტს ყველამ უნდა უთხრას – არა" – თქვა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42