ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება დაიწყო ორი თვით ადრე, რადგან მიხვდნენ რომ სხვა გზით ვერ მოიგებდნენ- "ლელო"
პოლიტიკა - 18:41, 01 Nov, 2020     662
საქართველოს პარლამენტის წინ ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებიან „ლელოს" ლიდერები, მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია, ხოლო არსებულ შედეგებს არ შეეგუებიან.

ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს არ უწოდებს „ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, მისი თქმით 2020 წლის არჩევნები იყო სიყალბით და ძალადობით მიღწეული შედეგი.

„წინასაარჩევნო პროცესი იყო ასევე დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად იმიტომ, რომ ის არ ასახავს ჩვენი საზოგადოების განწყობებს. ჩვენ დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს. დანარჩენ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ჩვენი პოზიცია გვექნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას განცხადებით ხელისუფლება არჩევნებს ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად აყალბებდა, არსებული შედეგიც მხოლოდ ამიტომ მიიღო.

„ეს ხელისუფლება არის მშიშარა, მიხვდნენ რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ და ორი თვით ადრე, მოსყიდვებით, შანტაჟითა და დაშინებით დაიწყეს არჩევნების გაყალბება. ისინი არ დაელოდნენ საბოლოო შედეგებს და სპეცრაზმით შევიდნენ ცესკოში, ისინი ემზადებოდნენ წაგებისთვის და ყველა შესაძლო ზომას მიმართეს. მათ მიიღეს ჯანსაღი პროტესტი და ამ კონსტიტუციის ფარგლებში დავიცავთ ჩვენი დემოკრატიის იდეას. ამავე ფარგლებში მოვითხოვთ ჩვენი ხმების დაბრუნებას, თუ არადა მათ მოუწევთ სახლებში წასვლა,"-ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ოპოზიცია სამოქმედო გეგმის გასავლელად ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა და მომავალი კვირიდან აქციების ახალი ტალღაც დააანონსა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42