კორძიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ასე მასობრივად გავიწყდებოდეს ხელმოწერა და ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება იმისათვის, რომ გააყალბონ არჩევნები.
„გუშინდლმდე ჩვენც გვეგონა, რომ მათემატიკა იყო ზუსტი მეცნიერება და ახლა ღმოჩნდა, რომ სრულიად აბსტრაქციად იქცა ციფრები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრირების პირობებში. ერთი ოქმი მომყავს მაგალითად, ასეთი მონაცემია, სადაც, ბლოკს "ძალა ერთობაშია" მიღებული აქვს 235 ხმა ოქმის თანახმად, ხოლო ქართულ ოცნებას 280, მაგრამ გაბათილებულია 86 ბიულეტენი და ამ ბიულეტენებში ბლოკისთვის მიცემული ხმებია უმრავლესობა. რომ არ გაებათილებინათ, ამ უბანს იგებდა ძალა ერთობაშიას ბლოკი. ბათილობის საფუძველი იყო, ის რომ არცერთ ამ ბიულეტინზე არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა დასმული - ამ საქმეს არ მოვეშვებით, იმიტომ, რომ ასეთი უბანი არის ძალიან ბევრი - ყველაფერი რაც ხდება ბათილობასთან დაკავშირებით ეს არის განძრახი მოქმედება საჯარო მოხელეების მხრიდან, რომელსაც ზევიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ბიძინა ივანიშვილი თუ ვინმე სხვა ავალებს იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 3% ბიულეტენების, ანუ მოსული ამომრჩევლების რაოდენობიდან 3% იქნა ბათილად ცნობილი”- თქვა თამარ კორძაიამ.
ამავე გადაცემაში თამარ კორძაიას არჩევნების დრო მომხდარი დარღვევების სხვა მაგალითებიც მოჰყავს:
„მეათე ოლქის მეჩვიდმეტე უბანზე, ჩვენს ხელთ არსებული ოქმის თანახმად, მოვიდა 6-ით მეტი ბიულეტენი ეს უბანი არის გასაუქმებელი, მაგრამ ამ დილით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე იგივე ოქმის გადამოწმებისას ჩვენ ვნახეთ შეცვლილი ოქმი. ჩვენ ვითხოვთ ბათილობას შემაჯამებელი ოქმების, ჩვენ დღეს პრესკონფერენციაზე ვაჩვენეთ - ადამიანი, რომელიც თბილისში აძლევს ხმას, მერე ჩადის და ქობულეთშიც აძლევს ხმას. ერთი ადამიანი მთაწმინდაზე აძლევს ხმას, მერე მიდის და ვაკეში აძლევს ხმას. ასეთი ტოტალური გაყალბება მე ჯერ არ მახსოვს, შევარდნაძის პერიოდის შემდეგ საქართველოშიც. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ეს ნამდვილად არ შერჩება, - აცხადებს თამარ კორძაია.
მასალის გამოყენების პირობები






