საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო მედია ეხმაურება.
“ALJAZEERA” წერს , რომ ქართული ოპოზიცია არჩევნებზე "ოცნების" გამარჯვებას უარყოფს და პროტესტისთვის ემზადება. ასევე, ყატარული მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ, კრიტიკოსების შეფასებით, საქართველოს კულისებიდან მართავს მილიონერი ბიძინა ივანიშვილი.
"საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა მმართველმა პარტიამ გამარჯვება ეგზიტპოლების დახურვიდან მალევე გამოაცხადა... არ არის ნათელი რამდენად უსაფრთხოდ ჩატარდა არჩევნები. კრიტიკოსების შეფასებით,3.7 მილიონიან პოსტ-საბჭოთა ქვეყანას კულისებიდან მართავს კაცი, რომელიც ოფიციალურად საქართველოს მთავრობაში მმართველ პოსტს არ იკავებს. - წერს "ALJAZEERA"
ამერიკული BARRON’S წერს, რომ აკვირდებიან როგორ შეინარჩუნებს საქართველო რეპუტაციას:
"დასავლეთი, როგორც საქართველოს მოკავშირე, ვაკვირდებით თუ შეინარჩუნებს საქართველო რეპუტაციას და იქნება დემოკრატიის იშვიათი მაგალითი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის".
გერმანული გამოცემაც ეხმიანება საქართველოში განვითარებულ მოვნებს და Deutsche Welle წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან თავიანთი ხმები და მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბება გააპროტესტონ.
31 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება “THE CANADIAN” და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის გამარჯვებას.
ასევე, არჩევნების გაპროტესტებას ეხმიანება გამოცემა “Swissinfo” : "მმართველი პარტია პოსტ-საბჭოთა საქართველოში არჩევნებზე ხმებით ლიდერობს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს" - ნათქვამია შვეიცარიულ გამოცემაში.
"გართულებული საარჩევნო პროცესების გამო, როგორ დაკომპლექტდება საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ნოემბრის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი", -ვკითუხულობთ აზიურ გამოცემა “TRT.WORLD”-ში.
ლიეტუვური გამოეცემა, “Baltics.news” წერს,რომ რომ საქართველოში, საერთო ჯამში, ოპოზიციურმა კოალიციამ, 45%–ის დაგროვება შეძლო პროპორციულ არჩევნებში, რომლითაც პარლამენტში 150–დან 120 მანდატი ირჩევა.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უხეში დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






