"ენმ"-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის, განცახდებით, სამგორში საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები მოიპარეს და ე.წ კარულესებს შეუწყვეს ხელი.
ოპოზიციონერმა ამომრჩეველს კონსტიტუციური უფლები დაცვისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ "არ მივცეთ ივანიშვილს დიქტატურის უკვე ოფიციალურად გაფორმების შესაძლებლობა" .
"საარჩევნო უბნებიდან სამგორის რაიონში მოპარულია ბიულეტენები, რაც ხელს უწყობს ე.წ კარუსელების დატრიალებას. მეტი კონკრეტიკისთვის ჩამოგითვლით: მე-11 საარჩევნო უბნიდან გატანილია 4 ბიულეტენი, მე-4 უბნიდან გატანილია 1 ბიულეტენი, მე-5 უბნიდან გატანილია 2 ბიულეტენი, მე-6 უბნიდან გატანილია 1 ბიულეტენი, მე-7 უბნიდან გატანილია 3 ბიულეტენი, მე-13 უბნიდან გატანილია 1 ბიულეტენი ხოლო ხაბეიშვილის თქმით, ამ წუთებში სამგორის ოლქში მათი კომისიის წევრებს შანტაჟით და მუქარით იბარებენ და აიძულებენ არჩევნების შედეგებს ხელი მოაწერონ.
მასალის გამოყენების პირობები






