მათი მიზანია ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულ არჩევნებს - თალაკვაძე ოპოზიციაზე
პოლიტიკა - 16:24, 01 Nov, 2020     750
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნებმა სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა ოპოზიცია ცდილობს დესტრუქციას, სწორედ ამიტომ ატარებს აქციას.

თალაკვაძის თქმით, შედეგები იყო საზოგადოების სამართლიანი არჩევანი:

„გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოების პარალელური დათვლის შედეგები, სადაც მთელმა საზოგადოებამ ნახეთ, რომ ობიექტური დათვლებით და პარალელური დაკვირვების შედეგად, ცდომილება არის პრაქტიკულად მინიმალური, ის არსებით გავლენას ვერ ახდენს საბოლოო შედეგებზე. საერთაშორისო საზოგადოებასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად სამოქალაქო სექტორი და სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ასევე აქვეყნებენ პრაქტიკულად იგივე შედეგებს, რაც ცესკოს ვებ-გვერდზე არის მოცემული, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა არის ასახული საარჩევნო შედეგებში.

რაც შეეხება ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის დაანონსებულ აქციას, ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ მათი მიზანი არ არის ამ არჩევნებში პოზიტიურად და კონსტრუქციულად მონაწილეობა, არამედ მათი მიზანია ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულ არჩევნებს და გამოუცხადონ მას უნდობლობა. მოგეხსენებათ, მათ წინასწარაც ჰქონდათ აქტივობები, რომლითაც ცდილობდნენ არჩევნების დისკრედიტაციას და ახლაც ამ შეკრების დაანონსება არის უნდობლობა, ოღონდ უნდობლობა საკუთარი საზოგადოების და მოქალაქეების მიმართ, ვინც გააკეთა დემოკრატიული არჩევანი. ეს შედეგები არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენლის. ეს შედეგები გახლავთ ჩვენი საზოგადოების არჩევანი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვუერთდები ჩვენი საერთაშორისო პატრნიორების მოწოდებას, რომ ყველამ პატივი სცეს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას და ოფიციალურ შედეგებს, რომელსაც ცესკო აქვეყნებს. პარლამენტის ლეგიტიმურობას არ განსაზღვრავს მისი შედეგების აღიარება. თქვენ ზუსტად 10 წუთის წინ მოისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლების ეუთო/ოდირის დასკვნები, მათ თქვეს პირდაპირ, რომ საქართველომ ჩაატარა კონკურენტული არჩევნები, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება გახლავთ დაცული. იყო პარტნიორების და ელჩების განცხადებები, სადაც თქვეს და პირდაპირ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატივი ვცეთ ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს ცალკე აღებული რომელიმე პარტიისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42