"ამაზრზენი არჩევნები ჩატარდა, უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი უნდა ვთქვათ მანდატებზე" - ალეკო ელისაშვილი
პოლიტიკა - 15:40, 01 Nov, 2020     969

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი 2020 წლის არჩევნებს ამაზრზენს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ ახალ პარლამენტს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს და აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება.

ელისაშვილის თქმით, ახალი არჩევნებში ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის პირობებში უნდა ჩატარდეს.

"გუშინ ამაზრზენი არჩევნები ჩატარდა, ტოტალური გაყალბების პირობებში მიმდინარეობდა. ვნახეთ ათეულობით ოლქი, სადაც ქართული ოცნების ხმები ბევრჯერ აღემატებოდა არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობას, ეს დოკუმენტურად დადასტურებულია. უკლებლივ ყველამ ოპოზიციურმა პარტიამ უარი უნდა ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა და კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96.85% - 3 726 უბანი.

მონაცემების მიხედვით:

· ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო

· ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07%

· ევროპული საქართველო - 3,79%;

· პატრიოტთა ალიანსი - 3,18%

· ლელო - 3,18%

· სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%

· გირჩი - 2,92%

· ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%

· ლეიბორისტული პარტია - 1%

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42