გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდება - საიას შეფასებით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა
პოლიტიკა - 14:40, 01 Nov, 2020     642

საიას შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე. დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო. ამას ემატებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით.

კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც უკავშირდებოდა:

· ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს (მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას);

· ფარულობის პრინციპის დარღვევას;

· მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას, მათ შორის, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იგივე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტებს, ასევე, არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებასა და ხმის მიცემას;

· გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს;

· არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე.

საიას ცალკეულ უბნებზე შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. დაფიქსირდა საიას დამკვირვებლების მიმართ აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. რიგ შემთხვევაში დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას. 2 დამკვირვებელს უბანი დაატოვებინეს.

გარდა ზემოხსენებულისა, საიას დამკვირვებელი გაერთიანებული ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტი გახდა.

დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უბნებსა და გარე პერიმეტრზე დაძაბული გარემო, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაში გადაიზარდა. დაფიქსირდა ჟურნალისტთა შეურაცხყოფისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები, რაც საიამ უარყოფითად შეაფასა, ხოლო შსს-ს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ქარელისა და ხაშურის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე (დამკვირვებლებმა აღრიცხეს თანხის გადაცემის შემთხვევები).

ტენდენციად გამოიკვეთა საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას, რაც აფერხებდა კენჭისყრის პროცესს და იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდას.

დარღვევების ციკლი გაგრძელდა უბნების დახურვის შემდგომაც. ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდება.

ხშირ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან დაულუქავი სახით მიდიოდა ჩანაწერთა წიგნები და სხვა დოკუმენტაცია.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, "საიას" დამკვირვებლების მიერ 100 საჩივარია დაწერილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42