კახეთში "ენმ"-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ბეჟაშვილის შტაბის უფროსი, რამაზ ქერეჯაშვილი ამბობს, რომ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის ოლქებში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა, ხოლო ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.
ასევე, ოპოზიციის წევრევრების ინფორმაციით, მათი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან განმარტებების გარეშე მოხსნეს. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან ღია აგიტაციას ატარებდნენ "ოცნების" წარმომადგენლები.
ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა და მესამე სექტორმაც უარყოფითად შეაფასა. არჩევნების სავარაუდო გაყალბება, ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საჩივრების რეგისტრაცია, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა - ესაა იმ დარღვევათა ნუსხა, რომელზეც საერთასო გამჭირვალობა საქართველო საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






