ქუთაისის საარჩევნო უბნების უმეტესობაზე შედეგები შეჯამებულია და ცესკოს ინფორმაციით, არცერთი კანდიდატის შედეგები 50%–ს არ სცდება სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ მეორე ტური გაიმართოს.
ამ წუთისთვის, ქუთაისში ცესკოს მაცემებით, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები.
· ქართული ოცნება, ზაზა ლომინაძე – 40.51% მიიღო,
· ენმ, გრიგოლ ვაშაძე – 36.14%,
· ევროპული საქართველო ოთარ კახიძე – 5.93%
· ლელო, ანა ნაცვლიშვილი 4.72
ამ დროისთვის ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების შედეგები ასეთია:
· ენმ – გრიგოლ შუშანია – 31.47%
· "ქართული ოცნება" – იოსებ ხახალეიშვილი – 46.10%
ამ წუთისთვის, ქუთაისში ცესკოს მონაცემებით პროპორციული სიით არჩევნების შედეგები:
· "ქართული ოცნება" – 41.58%
· "გაერთიანებული ოპოზიცია" – 29.72%
· "სტრატეგია აღმაშენებელი" – 6.64%
· "ევროპული საქართველო" –3.81%
· "გირჩი" – 3.5%
· "ლელო"– 2.99 %
· პატრიოტთა ალიანსი – 2.52%
· ალეკო ელისაშვილი, "მოქალაქეები" – 1.57%
ქუთაისში არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და აცხადებს, რომ "ოცნებამ" არჩევნები გააყალბა და რეალურად არჩევნები პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.
ცნობისთვის, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 22 კანდიდატი იბრძოდა.
მასალის გამოყენების პირობები






