"31 ოქტომბრის არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო" - საერთაშორისო გამჭირვალობა
პოლიტიკა - 12:47, 01 Nov, 2020     669

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 31 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს აჯამებს და ანგარიშს ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

არჩევნების სავარაუდო გაყალბება, ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საჩივრების რეგისტრაცია, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა - ეს იმ დარღვევათა ნუსხა, რომელთაც ანგარიშში ვხვდებით.

ანგარიშსს გთავაზობთ უცლელად:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ჩვენ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

საპარლამენტო არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან, 7.5 საათში გამოაქვეყნა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებაა და რამაც ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა. ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ცესკოს თავმჯდომარეს შედეგების გამოცხადებაში ხელი შეუშალეს", - წერია ანგარიშში.

ანგარიში იხილეთ სრულად:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42